(VIDEO) მესის მორიგი ჯარიმა ნაკრების მაისურით - არგენტინელი ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით მე-3 ადგილზე გადავიდა » სპორტის ხაზი

(VIDEO) მესის მორიგი ჯარიმა ნაკრების მაისურით - არგენტინელი ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით მე-3 ადგილზე გადავიდა

(VIDEO) მესის მორიგი ჯარიმა ნაკრების მაისურით - არგენტინელი ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით მე-3 ადგილზე გადავიდა
28-09-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, არგენტინის ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა იამაკის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 3:0 იმარჯვა. გოლები ხულიან ალვარესმა (მე-13 წუთი) და ლეო მესიმ გაიტანეს (87,89 წუთი).

აღსანიშნავია, რომ ამ გოლებით არგენტინელი სუპერვასკვლავი ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით მე-3 ადგილზე გადავიდა. მისი მონაგარი არგენტინის ნაკრებში 165 მატჩში გატანილი 90 გოლია.

ამ რეიტინგს კრიშტიანო რონალდო ლიდერობს, რომლის ანგარიშზე 117 გოლია. მეორე ადგილს კი ირანელი ალი დაეია იკავებს (149 მატჩში 109 გოლი).

იხილეთ 35 წლის ფეხბურთელის ორივე გოლი იამაიკის კარში :


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი