"კვარაცხელია თვით კარლო ანჩელოტიმ მოითხოვა" | La Gazzetta dello Sport » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია თვით კარლო ანჩელოტიმ მოითხოვა" | La Gazzetta dello Sport

"კვარაცხელია თვით კარლო ანჩელოტიმ მოითხოვა" | La Gazzetta dello Sport
28-02-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

კვარა & რეალის პოტენციურ თანამშრომლობაზე ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა იტალიურმა გაზეთმა, La Gazzetta dello Sport-მაც დაწერა, რომელმაც დასძინა, რომ ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით თვით კარლო ანჩელოტია დაინტერესებული:

"ნეაპოლში კარგად ესმით, რომ ბიჭი, რომელიც გუნდის მთავარი ლიდერია და წელიწადში 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს ნაპოლიში დიდი ხნით ვერ დარჩება, რადგან მას უკვე არაერთი მსოფლიო დონის კლუბი აკვირდება, თანაც საკმაოდ აქტიურად."

"ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის უმთავრესი კანდიდატი მადრიდის რეალია, რომელსაც შეუძლია, რომ ქართველ ფეხბურთელში 100 მილიონ ევროზე მეტიც კი გადაიხადოს. კვარას გავლენით თვით კარლო ანჩელოტიც მოიხიბლა, რომელიც ნაპოლის 77-ე ნომრის გადაბირების პირველი ინიციატორია."
- დაწერა იტალიურმა გაზეთმა

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზოგიერთი შემოთავაზების დაბლოკვა მისთვის შეუძლებელი იქნება.

ამდენად, სულაც ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების შემდეგ განვითარებას: ხვიჩა კვარაცხელია წარმატებით ასრულებს 2022/2023 წლების სეზონს ნაპოლიში და კარიერის მომდევნო ნაბიჯებს მადრიდის რეალის მაისურით დგამს, სწორედ იმ გუნდის, რომელიც კვარას ბავშვობის ნატვრა და ოცნებაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი