"ეს ყველაფერი ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს" - რას აცხადებს ნეკა დოროყაშვილი? » სპორტის ხაზი

"ეს ყველაფერი ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს" - რას აცხადებს ნეკა დოროყაშვილი?

"ეს ყველაფერი ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს" - რას აცხადებს ნეკა დოროყაშვილი?
27-09-2022, 14:52
Aa Aa
გაზიარება:

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა კვლავ გრძელდება. პროცესი რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში დასრულდა. კითხვებს კი ბრალდებულის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი პასუხოდა.

დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ცესკო-ში მუშაობა ნიკოლოზ ბასილაშვილის მოთხოვნით შეწყვიტა. მისივე თქმით, სწორედ ბასილაშვილმა აიძულა ის, მიეტოვებინა კარიერა.

„ქორწილამდე დეპრესიის გარეშე ვცხოვრობდი და არასდროს შევუწუხებივარ დეპრესიულ მომენტს. მე და ნიკოლოზი ერთმანეთს წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხვდებოდით. თუმცა, ბასილაშვილი უმეტეს ნაწილს ტურნირებზე ატარებდა, რის გამოც, მათ ერთმანეთის უფრო კარგად გაცნობა ვერ მოვახერხეთ."

ჩოგბურთელის ადვოკატის, თეონა გვაზავას კითხვაზე, ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის პირველი კონფლიქტი გამოიწვია თუ არა იმ ფაქტმა, რომ ნიკოლოზის მეჯვარე - ნარსია არ უნდა ყოფილიყო, რადგან ის არაფოტოგენური იყო, დაზარალებულმა უპასუხა, რომ – არა.

"მსგავსი რამ არ არსებობს, ეს სისულელეა. წინაზეც აღვნიშნე, როცა ქორწილში კონკრეტული შინაარსის, კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე" - განაცხადა დოროყაშვილმა.


ქართველო ჩოგბურთელის საქმეზე სასმართლო პროცესი ხვალაც გაგრძელდება. ხვალ უკვე, ბასილაშვილს თავად შეეძლება, კითხვები დაუსვას თავის ყოფილ ცოლს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.