ჩემპიონთა ლიგის სამგზის ტრიუმფატორი, მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი შესაძლოა, რომ ზაფხულში “პსჟ-ში” დაინიშნოს.
Todofichajes.com-ის ინფორმაციით, ფრანგ სპეციალისტს პარიზულ კლუბში უსმან დემბელს მიყვანა და მისი კილიან მბაპეს გვერდით თამაში სურს.
ზიდანს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება სურს. მის სახელს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებსაც უკავშირებდნენ, თუმცა “მამლებმა” დიდიე დეშამთამ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივეს.