რამდენიმე საათის წინ დასრულდა სლოვან ბრატისლავას ამხანაგური შეხვედრა, სადაც მან ავსტრიულ სენტ პოლტენთან 2:2 ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ამავე მატჩისთვის სლოვანის ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველი იმყოფებოდა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ 72 წუთი მიიღეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაამთავრა.
ამ უკანასკნელმა ულამაზესი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა თავი. გთავაზობთ გიორგი ჩაკვეტაძის ყველა გამორჩეულ ეპიზოდს დღევანდელი შეხვედრიდან - იხილეთ ვიდეო.