როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატის პირველი წრე დასრულებულია, რომელსაც ლუჩანო სპალეტის ნაპოლი 50 ქულით ლიდერობს.
რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთმა სპორტულმა ვებგვერდმა, კერძოდ Whoscored-მა სერია A-ს პირველი წრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
ცნობისთვის, ქართველ გარემარბს იტალიის ჩემპიონატის პირველ ნახევარში 7 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა დაუგროვდა.