"ის მომდევნო მატჩისთვის 100%-ით მზად იქნება" | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"ის მომდევნო მატჩისთვის 100%-ით მზად იქნება" | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

"ის მომდევნო მატჩისთვის 100%-ით მზად იქნება" | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე
24-01-2023, 13:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას ჟოზე მოურინიოს რომას წინააღმდეგ 29 იანვარს საშინაო კედლებში გამართავს.

მატჩამდე ერთ-ერთი ინტრიგა ისაა, იქნება თუ არა სრულ მზადყოფნაში ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო 2 შეხვედრა გრიპის გამო გამოტოვა.

როგორც Sportitalia წერს, ხვიჩა რომასთან მატჩისთვის 100%-ით მზად იქნება, წინა თამაშების გამოტოვებას კი ლოგიკური ახსნა გააჩნია:

"ის კარგად არის. ხვიჩა კვარაცხელიამ ფიზიკური პრობლემები უკან ჩამოიტოვა. ის სალერნიტანასთან მხოლოდ და მხოლოდ გრიპის სიმპტომების გამო არ იმყოფებოდა. მას შეეძლო, რომ სალერნოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო, თუმცა სიფრთხილე არჩია და არ გარისკა."

"რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, მასში მონაწილეობას ქართველი 100%-ით მიიღებს, რადგან მის გარშემო უკვე არანაირი პრობლემა აღარ არსებობს."
- იტალიელი ჟურნალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი