ვინ არის ბარსელონას აღზრდილი, რომელმაც ჩავის გუნდს ჰეთ-თრიქი შეუსრულა? » სპორტის ხაზი

ვინ არის ბარსელონას აღზრდილი, რომელმაც ჩავის გუნდს ჰეთ-თრიქი შეუსრულა?

ვინ არის ბარსელონას აღზრდილი, რომელმაც ჩავის გუნდს ჰეთ-თრიქი შეუსრულა?
5-01-2023, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, კოპა დელ რეის 1/16 ფინალური მატჩი გამართა კატალონიის ბარსელონამ, რომელმაც დამატებით დროში ინტერსითი 3:4 დაამარცხა.

ბარსელონას მხრიდან გოლები რონალდ არაუხომ, უსმან დემბელემ, რაფინიამ და ანსუ ფატიმ გაიტანეს, ხოლო მასპინძელი გუნდიდან ჰეთ-თრიქის შესრულება ორიოლ სოლდევილამ შეძლო.

ცხადია, გამოსარჩევი ფაქტია, როდესაც გრანდს სამ გოლს უტან, თუმცა ამ ყველაფერს დამატებით ელფერს ის სძენს, რომ ორიოლ სოლდევილა თავად ბარსელონას აღზრდილია. ესპანელმა ფეხბურთელმა ლა მასიას აკადემია ბავშვობაში გაიარა, თუმცა პირველ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი გუნდი შეხვედება ბარსელონას კოპა დელ რეის 1/8 ფინალში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი