"გიორგის ბედი ნეაპოლისკენ მიფრინავს" | Corriere dello Sport კვერნაძეზე წერს » სპორტის ხაზი

"გიორგის ბედი ნეაპოლისკენ მიფრინავს" | Corriere dello Sport კვერნაძეზე წერს

"გიორგის ბედი ნეაპოლისკენ მიფრინავს" | Corriere dello Sport კვერნაძეზე წერს
28-12-2022, 23:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, თელავის 19 წლის თავდამსხმელზე, გიორგი კვერნაძეზე უკვე რამდენიმე დღეა, რაც აქტიურად იწერება.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი იტალიური გაზეთის, Corriere dello Sport-ის ყურადღება გიორგი კვერნაძემ თავისი სათამაშო სტილით მიიქცია:

"თუ ქართველი ხარ, თითქმის 20 წლის და თუ შეტევაში განსხვავებული დრიბლინგებით გამოირჩევი, მაშინ სხვა გზა არაა, შენ ახალი კვარა ხარ. თუ შენ გიორგი კვერნაძე გქვია, მაშინ შენი ბედი ქალაქ ნეაპოლისკენ მიფრინავს."

"პატარა კვარა საქართველოში, ქალაქ თელავის გუნდში თამაშობს და მის შეტევებს დაცვის უეცარი გარღვევა შეუძლიათ. გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება მართლაც ადამიანურია, ის 300 000 ევროს შეადგენს. ამ ყველაფრის გამო, ქართველ ფეხბურთელს კრისტიანუ ჯუნტოლი აკვირდება, რადგან ის არის ყმაწვილი, რომელიც ნაპოლის პროექტს იდეალურად მოერგება."
- წერს იტალიური გაზეთი.

ცნობისთვის, კრისტიანუ ჯუნტოლის კომენტარი ადრეც გავრცელდა, სადაც ის, ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელის იტალიაში გადაბარგების შესახებ გვიანონსებდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი