ხვიჩა კვარაცხელია, ენცო ფერნანდესი ... / 'ნიუკასლი' დიდ საფეხბურთო ზეიმში ჩართვას გეგმავს » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია, ენცო ფერნანდესი ... / 'ნიუკასლი' დიდ საფეხბურთო ზეიმში ჩართვას გეგმავს

ხვიჩა კვარაცხელია, ენცო ფერნანდესი ... / 'ნიუკასლი' დიდ საფეხბურთო ზეიმში ჩართვას გეგმავს
21-12-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

2021 წლის ოქტომბერში, საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის მიერ 'ნიუკასლის' შეძენით ყველა დანხმდებოდა იმაზე, რომ გუნდი დიდხნიანი პაუზის შემდეგ, დიდ საფეხბურთო ზეიმს შეუერთდებოდა და ყველას ძველ, დიდებულ კლუბს გაახსენებდა.

თუმცა, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ედი ჰაუს თაოსნობით 'კაჭკაჭები' პირველივე სეზონში მთავარი ანგარიშგასაწევი ძალა გახდებოდნენ და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, პრემიერ-ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იქნებოდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია, ენცო ფერნანდესი ... / 'ნიუკასლი' დიდ საფეხბურთო ზეიმში ჩართვას გეგმავს

'ნიუკასლმა' გუნდი შედარებით უცხო სახეებით დააკომპლექტა

ახლა, გუნდი პრემიერ-ლიგის სამეულში იმყოფება და კარგი სვლის შემთხვევაში მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზეც კი ვიხილავთ. თუმცა, 'მანჩესტერ იუნაიტედი' ; 'ჩელსი' ; 'ლივერპული' - არიან კლუბები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძოლებენ. მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად კი 'ნიუკასლის' წარმომადგენლები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას და რამდენიმე სუპერვარსკვლავის მოყვანას აპირებენ.


ედი ჰაუს ცნობილი ვარსკვლავების 'ნიუკასლში' ხილვა სურს

'კაჭკაჭების' მთავარ მწვრთნელს, ედი ჰაუს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს გუნდის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეზე, ენცო ფერნანდესზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

"მე ვიცი მისი შესაძლებლობები. ვიცი, რომ მას ჩვენი გუნდის გაძლიერება შეუძლია, თუმცა ასეთი კარგი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მისი გადაბირება მარტივი არ იქნება."


ენცო არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა

The Times - ი 'ნიუკასლის' კიდევ ერთ მთავარ სამიზნეზე წერს - ეს ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც იტალიური ფეხბურთი მალევე დაიპყრო. 21 წლის შემტევმა 'ნაპოლიში' სეზონის პირველი ნახევარი იდეალურად ჩაატარა და 8 გოლი, 10 საგოლე გადაცემა მიიწერა.

თუმცა, ინგლისური გუნდის ინტერესის მიუხედავად, როგორც პარტენოპეის სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, ქართველი შემტევი იტალიაში დარჩება და კლუბი მის გაშვებას არ დაუშვებს.


'კვარადონა', რომელმაც ნაპოლის მეორე სუნთქვა გაუხსნა

'ნიუკასლის' წარმომადგენლები ასევე დაცვის გაძლიერებას 'ინტერის' ცენტრალური-მცველით, მილან სკრინიარით შეეცდებიან, რომლის დამატებასაც 'პსჟ' აქტიურად ცდილობს.

აქადე ფრანგული კლუბი ახლოს არ ყოფილა 27 წლის ფეხბურთელის დამატებასთან, თუმცა 'კაჭკაჭებს' მათი კარგი სვლიდან გამომდინარე შეუძლიათ სლოვაკი ფეხბურთელის დამატება ადვილად შეძლონ.


'ინტერი' შკრინიარის გაყიდვას დაბალ ფასად არ გეგმავს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი