"რუსეთი საზონოვის გარეშეც იცოცხლებს" - ვალერი კარპინი » სპორტის ხაზი

"რუსეთი საზონოვის გარეშეც იცოცხლებს" - ვალერი კარპინი

"რუსეთი საზონოვის გარეშეც იცოცხლებს" - ვალერი კარპინი
20-09-2022, 23:33
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული და აქტუალური თემა 20 წლის მცველს, კერძოდ კი საბა საზონოვს შეეხება, რომელმაც რუსეთის ნაკრებს უარი განუცხადა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა საზონოვის შესახებ ისაუბრა. კარპინმა თქვა, რომ საზონოვი ისედაც არ განიხილებოდა რუსეთის პირველი გუნდის პოტენციურ წევრად, რადგან მისი მოსკოვის "დინამოში" ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა მხოლოდ რვას უტოლდება.

"რუსეთი მის გარეშე მოკვდება"? - რა თქმა უნდა, არა. ის კარგი მოთამაშეა, მაგრამ იმის შანსი, რომ მასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ ნაკლებად სავარაუდოა, განაცხადა კარპინმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი