ბასილაშვილმა მეტოქის დანებებით ისარგებლა - მოგება დიდი პაუზის შემდეგ » სპორტის ხაზი

ბასილაშვილმა მეტოქის დანებებით ისარგებლა - მოგება დიდი პაუზის შემდეგ

ბასილაშვილმა მეტოქის დანებებით ისარგებლა -  მოგება დიდი პაუზის შემდეგ
20-09-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთში მეცის ღია პირველობა მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებს. ქართველ სპორტსმენს პირველ წრეში რეიტინგის 134-ე ნომერი დაუპირისპირდა, ნიკოლოზმა გამარჯვებაც მოიპოვა, თუმცა ეს ყოველივე მისი კარგი თამაშის შედეგი არ ყოფილა.

პირველი სეტის განმავლობაში აშკარა იყო ბელგიელი ჩოგბურთელის დომინირება კორტზე. ბასილაშვილს პირველ პარტიაში მხოლოდ ერთი ბრეკ პოინტი ჰქონდა, ეს კი სეტის გადასარჩენად საკმარისი არ გამოდგა. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა პირველი სეტი 6:4 დათმო.

მეორე სეტიც ანალოგიურად ვითარდებოდა. ზიზუ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, თუმცა არ გაუმართლა და ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. აქედან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი გავიდა.

მოგახსენებთ იმასაც, რომ მეორე წრეში ნიკოლოზი მუნარსა და რინდერნეხს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი