"ჩვენთან დიდ ტურნირებზე თამაში შეეძლო, საქართველოში კი ჩურჩხელა ჭამოს..", - სპარტაკის ყოფილი პრეზიდენტი საზონოვზე » სპორტის ხაზი

"ჩვენთან დიდ ტურნირებზე თამაში შეეძლო, საქართველოში კი ჩურჩხელა ჭამოს..", - სპარტაკის ყოფილი პრეზიდენტი საზონოვზე

"ჩვენთან დიდ ტურნირებზე თამაში შეეძლო, საქართველოში კი ჩურჩხელა ჭამოს..", - სპარტაკის ყოფილი პრეზიდენტი საზონოვზე
20-09-2022, 21:07
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, რუსეთში დაბადებულმა და აღზრდილმა საბა საბონოვმა არჩევანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გააკეთა.

ახალგაზრდა მცველის გადაწყვეტილებას მოსკოვის სპარტაკის ყოფილი პრეზიდენტი, ანდრეი ჩერიჩენკო გამოეხმაურა:

"თუ მხოლოდ შესარჩევზე სურს თამაში, მაშინ მისი არჩევანი გასაგებია. ვთვლი, რომ ეს სიგიჟე 2-3 წელში დასრულდება და საერთაშორისო ტურნირებს დავუბრუნდებით.

ჩვენს ნაკრებთან ერთად საზონოვს შეეძლო ევროპის ჩემპიონატზე და მუნდიალზე თამაში - საქართველოში კი ამას ვერასდროს იზამს.

თუ საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა, დაე ასე იყოს - 2 წლის შემდეგ ჩვენი გუნდები როცა დიდ ტურნირებზე ითამაშებენ, ის ჩურჩხელას შეჭამს და ტუჩებს აილოკავს
", - განაცხადა ჩერიჩენკომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი