დღეისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური მატჩია ჩანიშნული. საფრანგეთის ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდება.
პარიზში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. საფრანგეთის დედაქალაქში 10 000 პოლიციელია მობილიზებული. ისინი მთელი ქალაქის მასშტაბით გაანაწილეს. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანინი ადასტურებს.
ყველაფერი ზემოთაღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ ამ მუნდიალზე, მაროკოს ნაკრების ყოველი წარმატების შემდეგ პარიზის ქუჩებში არეულობები იყო.