ხორვატიის ნაკრების ლიდერმა, ლუკა მოდრიჩმა არგენტინასთან გამართულ ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. 37 წლის ნახევარმცველი მატჩის მთავარი არბიტრს, დანიელე ორსატოს აკრიტიკებს:
„არაფერმა იმუშავა და არგენტინამ დამსახურებულად მოიგო. ძალები უნდა აღვიდგინოთ და მე-3 ადგილისთვის მატჩის მოგება ვცადოთ. ვწუხვართ, მაგრამ იმედი გვაქვს, ახალ ფინალში წარმატებას მივაღწევთ. არგენტინას გამარჯვებას ვულოცავთ, მაგრამ თერთმეტმეტრიანი გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. თამაშს ვაკონტროლებდით, კარგად გამოვიყურებოდით და შემდეგ მსაჯმა კუთხური არ დაგვინიშნა, რასაც პენალტი მოჰყვა, რომელიც ჩემი აზრით, დასადები არ ყოფილა.
ალვარესი დარტყმისას ჩვენს მეკარეს შეეჯახა, რომელიც მის წინ აღმოჩნდა. ვერ დავიჯერე, რომ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. არბიტრებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ დღეს, ამ თემისთვის თავის არიდება შეუძლებელია. ეს მსაჯი ერთ-ერთი ყველაზე ცუდია მათ შორის, ვინც მინახავს და ამას მხოლოდ დღევანდელი მსაჯობის გამო არ ვამბობ. მას ჩემი მონაწილეობით გამართული ბევრი შეხვედრა განუსჯია და მასთან მიმართებით, კარგი მოგონება უბრალოდ არ მაქვს."