"ეს მიუღებელია" - რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი საბა საზონოვის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა » სპორტის ხაზი

"ეს მიუღებელია" - რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი საბა საზონოვის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

"ეს მიუღებელია" - რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი საბა საზონოვის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა
19-09-2022, 22:43
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საბა საზონოვმა მიიღო. დღეს დადასტურდა, რომ 20 წლის ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრებში გამოძახებაზე უარი განაცხადა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზება მიიღო.

ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი, მიხაილ გალაკტინიოვი, რომელმაც თავისი ბრაზი მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ვერ დამალა და განაცხადა:

"გასულ კვირას, მოსკოვის დინამოს სხვა რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად, მოწვევა საბასაც გავუგზავნეთ. ყველას შეკრებაზე გამოცხადებას ველოდით, თუმცა საზანოვის გარდა, ყველა დროულად მოვიდა.

ორშაბათს დილით მან ნაკრების მენეჯერს აცნობა, რომ არ მოვიდოდა. ჩვენ არ გვინდა განვიხილოთ ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილება, თუმცა ის, როგორც საბა რუსეთის ეროვნული ნაკრების წინაშე მოიქცა, მიუღებელია." - განაცხადა გალაკტიონოვმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი