გუშინ ნაპოლი სერია A-ში ჯენოასთან აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა ანტონიო კონტეს გუნდმა მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო, - 2:2.
ამ მომენტისთვის იტალიის ლიგაში კიდევ 2 ტურია დარჩენილი, ნაპოლი კი ინტერს ერთი ქულით უსწრებს.
მიუხედავად ამ უპირატესობისა, პარტენოპეის გულშემატკივრებს ერთი ცუდი ამბის გაგება მოუხდათ. მათთვის სამწუხაროდ, გუნდს სტანისლავ ლობოტკა დაუშავდა, რომელსაც ბოლო ორი ტურის გამოტოვება ემუქრება.
ცნობისთვის, ნაპოლის ბოლო მატჩები პარმასთან და კალიარისთან ელის, ინტერი კი ლაციოსთან და კომოსთან ითამაშებს.