"ენრიკეს გუნდში ყველაზე საშიში ქართველია" - ფაბიო კაპელოს აღიარება » სპორტის ხაზი

"ენრიკეს გუნდში ყველაზე საშიში ქართველია" - ფაბიო კაპელოს აღიარება

"ენრიკეს გუნდში ყველაზე საშიში ქართველია" - ფაბიო კაპელოს აღიარება
გუშინ, 23:26
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვამდე რამდენიმე კვირით ადრე ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ პარი სენ-ჟერმენი დაახასიათა.

კაპელოს თქმით, ლუის ენრიკეს გუნდში უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა აქედან ყველაზე საშიში ხვიჩა კვარაცხელიაა.

დავიწყოთ იმით, რომ ჯანლუიჯი დონარუმა ჰყავს, რასაც თან მოსდევს დაბალანსებული ნახევარდაცვა. მოედნის ცენტრში დიდი ფიზიკური ძალა არ არის, თუმცა არის დინამიკურობა და უმაღლესი ხარისხის ტაქტიკური ცოდნა.

გარდა ამისა, გუნდს შესანიშნავი შეტევა ჰყავს, იქ დემბელე და კვარაცხელია არიან, თუმცა ყველაზე დიდი საფრთხის შექმნა ქართველს სხვებისგან გამორჩეულად შეუძლია.

- თქვა კაპელომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი