"ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.." - დავითაშვილმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.." - დავითაშვილმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

"ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.." - დავითაშვილმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
დღეს, 16:57
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული კლუბის, „სენტ ეტიენის“ ქართველი ლეგიონერი ზურიკო დავითაშვილი იმ კლუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელიც უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის. „რეიმსთან“ მატჩისწინა ინტერვიუში მან მედიის კითხვებს უპასუხა და საკუთარ მომავალზეც გაამახვილა ყურადღება.

რაც შეეხება ჩემს მომავალს – ჯერ გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. ამ დროს ყველა ფიქრი „სენტ ეტიენზეა“ მიმართული. მინდა, გუნდის დასახმარებლად მაქსიმუმი გავაკეთო. სხვა თემებზე ფიქრის დრო შემდეგ იქნება,“ — აღნიშნა დავითაშვილმა.

ლიგა 1-ის სეზონის დასრულებამდე ორი ტური რჩება და "სენტ ეტიენი" საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება — გუნდი მხოლოდ 27 ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა და უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნის საფრთხის წინაშე დგას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი