თბილისის "დინამოს" აკადემია მორიგ ფესტივალს გამართავს » სპორტის ხაზი

თბილისის "დინამოს" აკადემია მორიგ ფესტივალს გამართავს

თბილისის "დინამოს" აკადემია მორიგ ფესტივალს გამართავს
დღეს, 03:10
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემია აქტიურად განაგრძობს რეგიონალურ საფეხბურთო სკოლებათან თანამშრომლობას. დინამოს აკადემია პერიოდულად სემინარებსა და ფესტივალებს აწყობს.

მორიგი ფესტივალი ამ შაბათ-კვირას 2013-2014 და 2015-2016 დაბადებულთა შორის გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა - ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, ახალგორის, დმანისის და ერედვის საფეხბურთო სკოლებმა მიიღეს.

ეს თვე მთლიანად დაიტვირთება ფესტივალებით და მომდევნო 4 უიქენდს დინამოს აკადემია სხვადასხვა რეგიონებს ეწვევა:

10-11 მაისი დედოფლისწყარო

17-18 მაისი ამბროლაური

25-26 მაისი ჩხოროწყუ

31 მაისი - 1 ივნისი ახალციხე


- ვკითხულობთ დედაქალაქური კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი