ვეტერან ფეხბურთელ ემანუელ პეტის მიაჩნია, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუ სკამზე უნდა დასვან.
ფრანგის თქმით, კრიშტიანუს საკმაოდ დიდი ეგო აქვს და გუნდის მენტალიტეტს დააზიანებს.
ნამდვილად დასაფასებელია, რომ ამ ასაკშიც ასე იბრძვის და შრომობს. პრობლემა ის კი არ არის, რომ ახლაც სურს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, არამედ ის, რომ მუდმივად სასტარტოში ყოფნა სურს.
რონალდუს ახლა ძლიერი ხელი სჭირდება, რომელიც ხანდახან კრიშტიანუს სკამზე დასვამს, თუმცა არ მგონია, რომ რონალდუ ამაზე თანახმა იყოს. ბევრი სპეციალისტი მის კრიტიკას ერიდება.
- თქვა პეტიმ.