ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მიმდინარე სეზონის შეფასებისას ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი კვლავ გაიხსენა.
"კვარაცხელიას მიმართებით ყველაფერი აშკარაა - ვთქვი, რომ ნაპოლი ფეხბურთელებისთვის ტრანზიტული გუნდი არ უნდა იყოს, თუმცა ხვიჩას ინციდენტი მოხდა და ნეაპოლში გატარებული 8 თვის განმავლობაში მივხვდი, რომ კონკრეტული რაღაცეების გაკეთება შეუძლებელია..", - განაცხადა კონტემ.
ცნობისთვის, 32 ტურის შემდეგ ნაპოლი 68 ქულით სერია ა-ში მე-2 პოზიციას იკავებს და ლიდერ ინტერს 3 ქულით ჩამორჩება.