დღეს სანტიაგო ბერნაბეუზე მაყურებელი დიდი შოუს მოლოდინშია. მადრიდის რეალს არსენალთან 3-ბურთიანი ჩამორჩენის დატრიალება სჭირდება, მადრიდელები კი ირწმუნებიან, რომ ფანებთან ერთად ამის გაკეთება შეუძლიათ.
რაც შეეხება არსენალს და მათ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას, მისი თქმით, მეთოფეები დღეს გამარჯვებისთვის ითამაშებენ და ანგარიშის შენარჩუნებას არ ეცდებიან.