კანდიდატი გამოიკვეთა - ბრაზილიის ნაკრებს ჟორჟე ჟესუსი ჩაიბარებს? » სპორტის ხაზი

კანდიდატი გამოიკვეთა - ბრაზილიის ნაკრებს ჟორჟე ჟესუსი ჩაიბარებს?

კანდიდატი გამოიკვეთა - ბრაზილიის ნაკრებს ჟორჟე ჟესუსი ჩაიბარებს?
12-04-2025, 21:45
Aa Aa
გაზიარება:

აქამდე აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები კარლო ანჩელოტის უნდა ჩაებარებინა, თუმცა თავად იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ის მხოლოდ მადრიდის რეალზეა ორიენტირებული.

როგორც გამოცემა TYC იტყობინება, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას თავისი კანდიდატი ჰყავს და ის ალ-ჰილალის ამჟამინდელი დამრიგებელი ჟორჟე ჟესუსია.

ირკვევა, რომ ჟორჟე ჟესუსი ბრაზილიის ნაკრებთან ხელშეკრულებას მაისის თვეში გააფორმებს, ზუსტად მაშინ, როდესაც საუდის არაბეთის შიდა ჩემპიონატი დასრულდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბრაზილიელებს არაბებისთვის 2.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, რადგან ჟესუსი ალ-ჰილალიდან კონტრაქტის ფონზე ნაადრევად მიჰყავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი