ჩინებული სეზონის შემდეგ, ფიორენტინა აპირებს დე ხეას კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
"დე ხეა ჩვენთან მომდევნო სეზონშიც დარჩება", - აცხადებს იტალიური კლუბის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, 34 წლის მეკარემ სერია ა-ში ჩატარებულ 28 მატჩში კარის მშრალად შენახვა 10 შეხვედრაში მოახერხა.