ბარსელონას ბრაზილიელმა ლიდერმა რაფინიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ოქროს ბურთის მოგებაზე ისაუბრა.
"ახლა ოქროს ბურთზე საერთოდ არ ვფიქრობ, უბრალოდ მინდა ბარსელონასთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო - გუნდში მოსვლის დღიდან ამას ვამბობ", - განაცხადა რაფინიამ.
შეგახსენებთ 28 წლის ბრაზილიელი ვინგერი ჩინებულ სეზონს ატარებს და ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.