საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა.
B ლიგის მეორე რაუნდის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი ლიზი გოგალაძემ 91-ე წუთზე გაიტანა.
მეორე რაუნდის პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ლუქსემბურგთან ფრედ (1:1) ითამაშა, ხოლო ლიხტენშტაინის ნაკრებს 2:0 სძლია და B1 ჯგუფში ასპარეზობა 4 ქულით დაასრულა.