საქართველო სომხეთის ეროვნულ ნაკრებს 3 დღეში შეხვდება, იქამდე კი ქართველმა ფეხბურთელებმა საკლუბო ფეხბურთში ბოლო მატჩები მაღალ დონეზე გამართეს.
მაგალითისთვის, 16 მარტს გოლები გიორგი მიქაუტაძემ, ბუდუ ზივზივაძემ, ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიტანეს. გარდა ამისა, იყო რამდენიმე საგოლე გადაცემაც.
ექსპერტების აზრით, სომხეთისა და საქართველოს დაპირისპირებაში ჩვენი გუნდი უპირობო ფავორიტია, ყველაზე დიდ ძალად კი გიორგი მიქაუტაძეა მოაზრებული, რომელსაც ლიონში ბოლო 2 მატჩი განსაცვიფრებელი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და სომხეთის განმეორებითი მატჩი 23 მარტს გაიმართება.