ფრანგული ლიგა 1-ის 26-ე ტურში "პარი სენ-ჟერმენმა" საკუთარ მოედანზე 3:1 მოუგო უახლოეს კონკურენტ "მარსელს" და ქულათა სხვაობა 19-მდე გაზარდა.
"პსჟ-ის" ესპანელმა თავკაცმა ლუის ენრიკემ, „ლივერპულთან“ მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება შეიტანა, ხოლო კვარაცხელია ისევ სასტარტო თერთმეტეულში დატოვა. ამ უკანასკნელმა მოედანი მე-80 წუთზე დატოვა და იგი მცველმა, ლუკას ერნანდესმა ჩაანაცვლა.
კვარას ასპარეზობა დღევანდელ შეხვედრაში Sofascore-მ 6,7 ქულით შეაფასა.
"პსჟ" 68 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს და 29 მარტს გასვლით შეხვედრაში "სენტ-ეტიენს" დაუპირისპირდება.