ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა დამრიგებელმა, ვალტერ მაცარიმ, რომელიც კვარას ნაპოლიში წვრთნიდა, კომენტარი ქართველი ფეხბურთელის შესახებ გააკეთა.
ხვიჩა დიდი პროფესიონალია და ძალიან ბევრს ვარჯიშობს, რაც მის კარგ სათამაშო ხარისხში აისახება. ის არის პიროვნება, რომელიც მუდამ პოზიტიურია. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ კლუბში დიდ წარმატებას მიაღწევს.
ხვიჩა პროფილით საკმაოდ განსხვავდება ბარკოლასგან, დუესგან და დემბელესგან. ეს არის დიდებული ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს დიდ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში.
- თქვა ვალტერ მაცარიმ.