იტალიის სერია ა-ს გასულ ტურში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ფიორენტინა 2:1 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩის შემდეგ ნაპოლის კაპიტანმა დი ლორენცომ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა.
აღნიშნულ პოსტზე კომენტარი ნაპოლის ყოფილმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვა, რომელიც ამჟამად პსჟ-ს ღირსებას იცავს.