ხვიჩას სახეზე ღიმილი დაბრუნდა და ამის მიზეზი ეს არის » სპორტის ხაზი

ხვიჩას სახეზე ღიმილი დაბრუნდა და ამის მიზეზი ეს არის

ხვიჩას სახეზე ღიმილი დაბრუნდა და ამის მიზეზი ეს არის
8-03-2025, 16:12
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო კაზოლინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც იქნა ხვიჩა კვარაცხელიას სახეზე ღიმილი კვლავ დავინახეთ.

ნაპოლიში ის დეპრესიაში იყო და ცხადია ეკონომიკურმა საკითხმაც გარკვეული ფაქტორი ითამაშა ამაში - წარმოიდგინეთ, 1.2 მილიონიდან უეცრად 9 მილიონამდე ნახტომი გააკეთა. მართალია ფულს ბედნიერება არ მოაქვს, მაგრამ ამასთან მაინც ახლოსაა...

გარდა ამისა, პარიზის ქუჩებში ის ზეწოლა არ აქვს, რაც ნეაპოლში ჰქონდა.

ნეაპოლში ყოფნისას ვნახე ფეხბურთელები, რომლებიც სასადილოდაც კი ვერ გადიოდნენ გარეთ, მათთვის კინოში წასვლაც კი ურთულესი იყო
", - განაცხადა კაზოლინიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი