საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სენტ ეტიენის ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც ზუკა ამბობს, კვარას პარიზულ გრაფიკზე გადაწყობა თავიდან ძალიან გაუჭირდა.
საფრანგეთში გრაფიკი საკმაოდ მკაცრია. მაგალითად, შესაძლოა, რომ ლანჩის შესვენებაზეც კი ყველა მაღაზია დაკეტილი იყოს, რამაც კვარა აქ ჩამოსვლიდან ყველაზე მეტად გააკვირვა. ხვიჩა ამ ფაქტს დაახლოებით 4-5 დღე ეგუებოდა.
- თქვა ზურიკომ.