გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინის თასის საპასუხო შეხვედრასთან დაკავშირებით ადგილობრივ გამოცემას ესაუბრა.
"რა თქმა უნდა, განმეორებით შეხვედრაში მცირე უპირატესობა "ზრინსკის" აქვს, მაგრამ ჩემი გუნდის მჯერა. ველოდები, რომ თამაში პირველზე რთული იქნება, თუმცა ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევძლებთ.
ახლა კარგ ფორმაში ვარ და ასე უნდა გავაგრძელო. ყოველი მატჩი ჩემთვის ახალი შესაძლებლობაა, რომ გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანო. ყოველთვის ვცდილობ, მომავალ შეხვედრაზე ვიყო კონცენტრირებული და „სარაევოს“ წარმატებაში შევიტანო წვლილი. ვნახოთ, როგორ დასრულდება სეზონი"
- ამბობს გულიაშვილი.
"სარაევო" 13 მარტს გასვლაზე "ზრინსკის" დაუპირისპირდება.
ქართველი თავდამსხმელის აქტივში მიმდინარე სეზონში, "სარაევოს" რიგებში სამ ტურნირზე 26 ჩატარებული შეხვედრა, 17 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.