დასავლეთ საქართველოში შექმნილი რთული ვითარების გამო, ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირება ვერ გააგრძელა, ვერც ბათუმის "დინამომ", რომელსაც, როგორც გავრცელებული პოსტიდან ვკითხულობთ, თანაქალაქელი კლუბი "ვესტ ჯორჯია" დაეხმარა.
"დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს FC West Georgia-დან!
ჩვენს რეგიონში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბოლო დღეებში ჩვენს ბაზაზე ვარჯიშის საშუალება არ გვეძლეოდა, მათი მხარდაჭერით დღეს შევძელით ვარჯიშის ორგანიზება fc west gerigia-იას დახურულ დარბაზში. ასეთი სიკეთე და სოლიდარობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა !"
- ვკითხულობთ აჭარული კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.