ვასილ ლობჟანიძე ნოემბრის მატჩების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა » სპორტის ხაზი

ვასილ ლობჟანიძე ნოემბრის მატჩების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ვასილ ლობჟანიძე ნოემბრის მატჩების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
27-11-2022, 22:56
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, RugbyPass-მა შემოდგომის მატჩების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვასილ ლობჟანიძეც მოხვდა. ცნობისთვის, ნოემბერში მატჩები სხვა გუნდებსაც ჰქონდათ, მათ შორის გრანდებსაც და ფაქტი, რომ მათ ქართველმა მორაგბემ აჯობა, დიდ გამოხმაურებას იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ ვასილ ლობჟანიძემ სამივე გამართულ შეხვედრაში ითამაშა: ურუგვაისთან საქართველოს კაპიტანმა 75 წუთი დაჰყო მინდორზე, სამოასთან და უელსთან კი, ლობჟანიძემ საქართველოს ნაკრებში ბოლომდე ითამაშა და არცერთი წუთით არ დაუსვენია.

სათქმელია ისიც, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და გამორჩეული მორაგბე განსაკუთრებით კარგად უელსთან მოგებულ ისტორიულ შეხვედრაში გამოიყურებოდა და ლოგიკური გახლდათ, რომ იმ თამაშის საუკეთესო მორაგბედ სწორედ ვასილ ლობჟანიძე დაასახელეს.

ვასილ ლობჟანიძე ნოემბრის მატჩების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი