მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგური შეხვედრა, სადაც "პსჟ" პარკ დე პრენსზე "სიტის" მასპინძლობს.
შეხვედრას ტრიბუნებიდან თვალს ადევნებს პარიზელთა ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც შეხვედრაში უეფას რეგულაციების გამო ვერ მონაწილეობს და გუნდის დახმარებას საპლეი-ოფო ეტაპიდან შეძლებს.