საბა გოგლიჩიძის ემპოლი საკუთარ მოედანზე დამარცხდა » სპორტის ხაზი

საბა გოგლიჩიძის ემპოლი საკუთარ მოედანზე დამარცხდა

საბა გოგლიჩიძის ემპოლი საკუთარ მოედანზე დამარცხდა
11-01-2025, 21:29
Aa Aa
გაზიარება:

საბა გოგლიჩიძის ემპოლი იტალიის ლიგაში ლეჩეს დაუხვდა და მნიშვნელოვანი მარცხიც იწვნია, - 1:3.

საქართველოს ნაკრების მცველი ემპოლის სასტარტო შემადგენლობაში იყო. ალბანელი ცენტრალური მცველის, არდიან ისმაილის დაშავების შემდეგ საბა გოგლიჩიძემ უკანა ხაზის ცენტრში გადაინაცვლა და წაგებული გუნდის მცველებს შორის საუკეთესო შეფასებაც მიიღო, - 6.4.

ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატში გამართული 20 ტურის შემდეგ ქართველი მცველის გუნდი 20 ქულით მე-13 ადგილზე დაქვეითდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი