იტალიური მედია კვერნაძეზე: "მოედანზე გამოჩენით თამაშის სცენარი შეცვალა" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია კვერნაძეზე: "მოედანზე გამოჩენით თამაშის სცენარი შეცვალა"

იტალიური მედია კვერნაძეზე: "მოედანზე გამოჩენით თამაშის სცენარი შეცვალა"
28-12-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

სერია B-ში გიორგი კვერნაძემ ფროზინონეს მაისურით პირველი გოლი გაიტანა და სალერნიტანასთან მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მატჩის შემდეგ იტალიურმა მედიამ გიორგისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

Frosinonetoday

კვერნაძე, 8 ქულა – მატჩში ორი საკვანძო ეპიზოდი იყო: შესვენებამდე სტუმართა მოთამაშის გაძევება და მოედანზე კვერნაძის შემოსვლა, რომელიც გადამწყვეტი გოლითა და ამბროსინოს პასით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.


Tuttomercato

კვერნაძე 7.5 – მოედანზე შევიდა და თამაშის მსვლელობა შეცვალა. „სალერნიტანას“ დაცვა გაიარა და 40-მეტრიანი დრიბლინგი გოლით დაასრულა, შემდეგ კი სუპერგოლი გაატანინა ამბროზინოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი