საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ლიონის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე Geo Team-ის იუთუბ გადაცემის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო კითხვას უპასუხა, მათ შორის ჟორჟმა საკუთარ სათამაშო ნომერზეც გააკეთა კომენტარი.
"იმიტომ, რომ ლიონში დავიბადე და გავიზარდე და როცა გუნდთან მოვაწერე ხელი ქალაქის ნომერი არის 69 და მინდოდა ამ ნომრით მეთამაშა", - განაცხადა გიორგიმ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში მიქაუტაძემ თავი 7 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.