მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, FIFA-ს ვერსიით, 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "რეალის" შემტევი, ვინისიუს ჟუნიორი დასახელდა.
საუკეთესოს გამოვლენისთვის ორგანიზებულ გამოკითხვაში ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ.
ვინისიუსის გარდა, "რეალის" წარმომადგენელმა ასევე გაიმარჯვა მამაკაცთა შორის წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში, სადაც კარლო ანჩელოტი აღიარეს.