სანამ საქართველოს და სომხეთის ნაკრებები 2025 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი ოფში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, გავიხსენოთ 2020 წლის მატჩები, როცა ამ გუნდების დაპირისპირებამდე სომხების ვარსკვლავმა ჰენრიკ მხითარიანმა საქართველოზე ისაუბრა.
"გავაანალიზეთ მეტოქის თამაშები და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს გუნდს ძალიან კარგად ვიცნობთ. მათ ბოლო თამაშები კარგად ჩაატარეს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან შევეცდებით ისინი გავაოცოთ, ჩვენ თამაშს ვაჩვენებთ და წარმატებას მივაღწევთ", - ამბობდა მხითარიანი
ცნობისთვის, მაშინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი იყო და ერთი მატჩი ფრედ (2:2) ვითამაშეთ, მეორე კი ბათუმში (1:2) დავთმეთ.