იტალიური Radio Kiss Kiss Napoli-ს ჟურნალისტმა პაოლო დელ გენიომ გუნდის შემტევ ხაზზე ისაუბრა და ყურადღება სათადარიგოთა სკამზე მყოფ დევიდ ნერეშზე გაამახვილა.
"კონტე ჭკვიანი მწვრთნელია და არ ვფიქრობ, რომ მოულოდნელად არჩეულ ტაქტიკას შეცვლის, თან ამ ტაქტიკას ფაქტია სარგებელიც მოაქვს.
მესმის, რომ ნერეში დაცვაში ისეთივე სასარგებლო არაა, როგორც პოლიტანო და ნგონე, თუმცა ამჟამად ბრაზილიელი ნაპოლის საუკეთესო შემტევია და სათადარიგოთა სკამზე გვიზის", - განაცხადა გენიომ.
ცნობისთვის, ნერეშმა ნაპოლის მაისურით 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა - 27 წლის ბრაზილიელმა კი ჯამურად მოედანზე სულ რაღაც 257 წუთი გაატარა.