21 ნოემბერს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართულ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე სათამაშო დღის შეხვედრას ვოლერენგასა და მიუნხენის ბაიერნს შორის ქართველი მსაჯები მოემსახურნენ.
უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრა გოგა კიკაჩეიშვილმა განსაჯა. მას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია ეხმარებოდნენ. მეოთხე მსაჯი კი მზევინარ (მზეკო) შარაშანიძე იყო.