"ის შედეგი არ იყო, რასაც ველოდით, მაგრამ.." - მიქაუტაძის დაპირება გულშემატკივრებს » სპორტის ხაზი

"ის შედეგი არ იყო, რასაც ველოდით, მაგრამ.." - მიქაუტაძის დაპირება გულშემატკივრებს

"ის შედეგი არ იყო, რასაც ველოდით, მაგრამ.." - მიქაუტაძის დაპირება გულშემატკივრებს
21-11-2024, 16:23
Aa Aa
გაზიარება:

ოქტომბერ-ნოემბრის სანაკრებო შესვენებებზე საქართველოს ნაკრებმა 4 მატჩში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა და ორივე გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - მომენტების რეალიზაციის პრობლემაზე.

წარუმატებელ სათამაშო სერიას მიქაუტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ის შედეგი არ იყო, რასაც ველოდით, მაგრამ 2025 წელს ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერეთად ვაქციოთ შესანიშნავი წლად", - წერს მიქაუტაძე.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩეხეთთან გატანილი გოლით მიქაუტაძემ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ალექსანდრე იაშვილს გადაასწრო და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი