მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წარუმატებელ სანაკრებო მატჩებს ეხმაურება.
"რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს: მე არ გამჭირვებია მათთვის მადლობის გადახდა მარცხის შემდეგ. არც თურქეთთან თამაშის შემდეგ. არც ესპანეთთან დამარცხებისას. მაგრამ ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, სწორედ ამ ბიჭების შეურაცხყოფა - მით უფრო, რომ ამ ოთხ თამაშში მხოლოდ უკრაინასთან მეორე ტაიმის ფრაგმენტებს თუ გამოვარჩევთ. კი, ამ ბიჭების შეურაცხყოფაა, არასრულფასოვნების კომპლექსი და სხვა არაფერი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს კრიტიკის და ანალიზის აუცილებლობას და არა წყევლას და გინებას. საფეხბურთო ანალიზის და არა ეზოთერულის და სხვა მსგავსის, რაც უხვად გვჩვევია.
სანიოლი? ვილიმ პირველმა მოახერხა და ეროვნული ნაკრები თანამედროვე გუნდს დაამსგავსა. შესაბამისად, ჩემი მოკრძალებული აზრით, მას ამ სამუშაოს გაგრძელება შეუძლია - თანაც დარწმუნებული ვარ, ახალი კონტექსტის გათვალისწინებას და გადაწყობას შესანიშნავად შეძლებს.
მოკლედ ფიქრის და მომავალი წარმატების დროა!", - წერს კეკელიძე.