წინა დღეებში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ნაკრების ფორვარდ არტიომ დოვბიკს ტრავმა აწუხებდა და საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა.
როგორც დაიწერა, რომას თავდამსხმელმა გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა და ბათუმში ჩასატარებელ მატჩში პირდაპირ სასტარტოში იქნება.
არტიომ დოვბიკი უკრაინის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია და თუ სათამაშო ფორმით ვიმსჯელებთ, ის ყველა თანაგუნდელს აღემატება კიდეც.