"კვარაცხელია მუნდიალს გაცილებით მიმზიდველს გახდიდა" - The New Yorker » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია მუნდიალს გაცილებით მიმზიდველს გახდიდა" - The New Yorker

"კვარაცხელია მუნდიალს გაცილებით მიმზიდველს გახდიდა" - The New Yorker
22-11-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ არაერთი სპორტული გამოცემა წერს და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს. სწორედ ასე, 2022 წლის მუნდიალს The New Yorker-იც ეხმაურება, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო აზრს ავითარებს:

"2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ბევრი ვარსკვლავი და მიმზიდველი ფეხბურთელი აკლია. მაგალითად, გავიხსენოთ ნაპოლის ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მსოფლიოსთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი იყო, თუმცა მისი ამჟამინდელი თამაში ყველას ახალგაზრდა ლიონელ მესის ახსენებს, რომელიც საოცრად ნიჭიერი იყო და ბრწყინვალე თამაშით ხასიათდებოდა. ხვიჩა კვარაცხელიას მზაკვრული გეგმები და სათამაშო სტილი იტალიის სერია A-ს გუნდების მცველებს თავგზას ურევს. საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ ფორუმებზე არასოდეს გასულა, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს კვარაცხელიას ერაში მოახერხონ."

"ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც მუნდიალის ყურებას კიდევ უფრო მიმზიდველად აქცევდა. ზოგადად, წლევანდელი ნაპოლის პერფორმანსი არ ჰგავს სხვა გუნდების მშრალ და პრაგმატულ ფეხბურთს, ისინი განსაკუთრებულები არიან." - წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი