საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს, უკრაინასთან მატჩის შემდეგ, ნოემბრის სანაკრებო პაუზის დასკვნით მატჩში 19 ნოემბერს, ოლომოუცში ჩეხებს დაუპირისპირდება.
მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა აღნიშნული და ალბანეთთან მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა, სადაც ვერ მოხვდა გამორჩეული მოთამაშე და მთავარი ვარსკვლავი, "ლევერკუზენის" ფორვარდი პატრიკ შიკი, რომელიც გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.