ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის ახალი კონტრაქტი იტალიაში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანია.
მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ, თუმცა შეთანხმებამდე ჯერ კიდევ შორს არიან - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პარალელურად, capology 23 წლის ფეხბურთელის ყოველწლიურ ანაზღაურებას აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ხვიჩა ნაპოლიში ხელფასის სახით ყოველწლიურად 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც თანამედროვე ფეხბურთისთვის არც ისე მაღალი ციფრებია.
ცნობისთვის, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩამ ჩატარებულ 11 მატჩში თავი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.